არქიტექტურა, არქეოლოგია შემოქმედებითი ინდუსტრიები

სასტუმრო „სტამბამ“ მოიპოვა ‘ხალხის რჩეული სასტუმროს’ ჯილდო AHEAD Global Awards 2019-ზე

AHEAD Europe Awards 2018- ზე გამარჯვების შედეგად კომპანია „აჭარა ჯგუფის“  „სტამბა“ წარდგენილი იქნა “AHEAD Global Awards 2019– ზე, სადაც “ხალხის რჩეული სასტუმროს ჯილდო მოიპოვა.  გუშინ ლონდონში გამართულ ცერემონიალზე სტამბა გამოვლინდა როგორც ხალხის მიერ რჩეული სასტუმრო

დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურარომ ნომინირებულ სასტუმროებს შორის – მსოფლიო მასშტაბით – სასტუმრო „სტამბა“ სარგებლობს  საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, რაც საჯარო ხმის მიცემის პროცესის შედეგმა გამოავლინა.

Ahead Awards წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოსა და აღიარებას და ასევე წარმატების მაჩვენებელს სასტუმრო ინდუსტრიის დარგში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი