საშემსრულებლო ხელოვნება

Skimpers – ახალი ქართული პანკ როკ ჯგუფი

Skimpers–ი 4 მუსიკოსისგან შემდგარი პანკ–როკ ჯგუფია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულები არიან ლუკა ვენეცკი (ვოკალი, რიტმ გიტარა), დიმიტრი შიუკაშვილი (დრამი, ბექ ვოკალი), ნიკა შარვაძე (ბასი), ანა თოთაძე (ლიდ გიტარა). მათ უკვე 10–მდე ტრეკი აქვთ.

კითხვაზე თუ როგორ დაარსდა Skimpers-ი, “არტნიუსს” ბენდის ერთ–ერთმა წევრმა შემდეგნაირად უპასუხა:

“2017 წლის აპრილში გავიცანი ჩვენი ბენდის ბასისტი – ნიკა. მაგის შემდეგ წავედით სარეპეტიციოში და მეორე დღეს გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური ხასიათი მიგვეცა და სერიოზულად გვემუშავა.”

ბენდის მუსიკალური გამოცდილება 8-9 ლოკაციაზე, როგორც ანდერგრაუნდ ბარებში, ისე ღია ცის ქვეშ დაკვრას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი