კულტურა

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება.

მესამე სავალდებულო საგანი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება. ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ჰუმანიტარული მიმართულებისთვის კი – ისტორიას.

2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება.

ამასთან, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. მოსწავლეები ატესტატის მიღებას აკადემიური მოსწრების მიხედვით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი