ლიტერატურა

ევროპელი ინტელექტუალები და მწერლები რადიკალიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მანიფესტს აქვეყნებენ

30 ევროპელი ინტელექტუალი ერთობლივ წერილს აქვეყნებს, რომელიც ლიბერლურ ფასეულობათა მხარდაჭერას ეძღვნება. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპარლამენტის მაისის არჩევნების წინა პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ულტრამემარჯვენეებისა და ნაციონალისტების გაძლიერება სახიფათო ხასიათს იღებს.

“პროევროპული მანიფესტი” – ასე უწოდენბენ წერილს Libération, DW და Guardian. ხელმომწერთა შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ორჰან ფამუქი, სვეტლანა ალექსიევიჩი, ჰერტა მიულერი, ელფრიდ ელენიკი, მარიო ვარგას ლიოსა; მწერლები: სალმან რუშდი, ლუდმილა ულიცკაია, მილან კუნდერა, იენ მაკიუენი და ა.შ.

მანიფესტის შექმნის ინიციატივა ფრანგ პოლიტიკურ ჟურნალისტსა და ფილოსოფოსს – ბერნარ-ანრი ლევის – ეკუთვნის. წერილის ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპა 30-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა.

ხელმომწერთა აზრით, ევროპისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ პოპულისტები, რომლებიც ადმაიანებს “ეროვნული სულითა” და “იდენტობის დაკარგვის საფრთხით” აბრუებენ და ევროპა სულ უფრო მეტად დაუცველი ხდება კრემლისა და მისი ლიდერის წინაშე.

“ევროპა, როგორც იდეა, თვალსა და ხელს შუა ინგრევა”, – ვკითხულობთ მანიფესტში.

Guardian აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის მომდევნო არჩევნებზე ნაციონალისტური და ანტიიმიგრაციული ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერებაა მოსალოდნელი. წერილის ავტორები მოუწოდებენ ადამიანებს, დაიცვან ევროპული ღირებულებები და დადგნენ თავისუფლების მხარეს.

agora.ge

კომენტარები

კომენტარი