არქიტექტურა, არქეოლოგია

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აღარ აშენდება

“შეთანხმება მიღწეულია, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით,  ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.

სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი, გოგა ზაქაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას არ ამბობს, რომელ შემოთავაზებას დათანხმდება. გარდა ამისა ის არ აკონკრეტებს ადგილმონაცვლეობისთვის რომელი ტერიტორიები შესთავაზეს ან გამოსყიდვისთვის რა თანხაზეა საუბარი.

“რეალობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ქალაქის მერიამაც გვთხოვა, ის წინადადებები, რომლებიც შემოგვთავაზეს არის რეალობასთან ახლოს და არის ადეკვატური, დავთანხმდით გაცვლაზე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ რომ გითხრათ, ბიზნესს გავაკეთებდით ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, გლდანში თუ ვარკეთილში”, — აღნიშნა ზაქაიძემ.

კომენტარები

კომენტარი