არქიტექტურა, არქეოლოგია

10 არქიტექტურული შედევრი, რომელიც არარეალური გეგონებათ

არქიტექტურის სამყაროში ძლიერი ტორნადო 1960-იანი წლების კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატებში აზვირთდა. თუმცა ის არა მხოლოდ ანგრევდა ძველს, არამედ, მოჰქონდა სიახლე და ინოვაცია. ამ ტორნადოს ფრენკ გერი ერქვა.

1929 წელს დაბადებული არქიტექტორი კარიერის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა, სადაც თავისი პირველი ბიზნესი დაიწყო. ეს გახლდათ ავეჯის ხაზი. მას შემდეგ, რაც საკმარისი თანხა დაზოგა, მან საკუთარი სახლის ტრანსფორმაცია დაიწყო. ამის შემდეგ ფრენკმა საკუთარ თავს არქიტექტურის ცოცხალი ლეგენდის სახელი მალევე მოუტანა.

გთავაზობთ 10 შენობას, რომლებიც ფრენკ გერის სახელს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ისინი რეალურ სახლებს არ ჰგავს, ეს შენობები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს მოგაგონებთ:

ფრენი და ჯინჯერი; პრაღა, ჩეხეთი

Fred And Ginger, Prague, Czech Republic

ფრენი და ჯინჯერის საცეკვაო სახლი ჩეხეთის დედაქალაქში ფრენკ გერის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნამუშევარი იყო. აზრთა სხვადასხვაობა იყო იმის შესახებ – ჩაჯდებოდა თუ არა თანამედროვე ტიპის შენობა ქალაქის კლასიკურ იერსახეში. თუმცა, შედეგმა ყველა გააოცა და დღეს “ფრენი და ჯინჯერის საცეკვაო სახლი” ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია პრაღაში.

ლო რუვოს ცენტრი; ლას ვეგასი, ნევადა

Lou Ruvo Center, Las Vegas, Nevada

ეს ნამუშევარი მუზეუმი არ გახლავთ, არც საკონცერტო დარბაზი. ის არის “ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი”.

მარკეს დე რისკალის სასტუმრო; ელსიეგო, ესპანეთი

Marqués De Riscal Hotel, Elciego, Spain

პატარა ესპანური ქალაქი, რომელიც ღვინით განთქმულ მხარეში მდებარეობს, ამ შენობის დამთავრებიდან დღემდე, მარტო ღვინით აღარ იწონებს თავს.

სტატა ცენტრი; კემბრიჯი, მასაჩუსეტსი

Stata Center, Cambridge, Massachusetts

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა 2004 წლიდან მოყოლებული მუდმივად იქცევს ყურადღებას და ქალაქის ლეგენდის სახელწოდებაც მიიღო.

ჩო ჩაკ უინგის შენობა; სიდნეი, ავსტრალია

Dr. Chau Chak Wing Building, Sydney, Australia

2015 წელს გერიმ რიგით მეშვიდე და უკანასკნელი კონტინენტი ამ შენობით დაიპყრო. ეს გახლავთ სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის შენობა, რომლის დიზაინის გამო, მშენებლებს 320 000 ხელნაკეთი აგურის გამოყენება დასჭირდათ.

ვიტრა დიზაინის მუზეუმი; რეინი, გერმანია

Vitra Design Museum, Weil Am Rhein, Germany

ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მუზეუმის შენობა უფრო დიდ ყურადღებას იპრყობს, ვიდრე მის შიდა სივრცეში გამოფენილი ექსპონატები.

უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი; ლოს ანჯელესი, კალიფორნია

Walt Disney Concert Hall In Los Angeles, California

უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზის პროექტის დასრულებას 15 წელი დასჭირდა და მასზე 274 მილიონი გაიხარჯა, თუმცა 2003 წელს, როდესაც მისი მშენებლობა დასრულდა, კრიტიკოსები და ადგილობრივები აღიარებდნენ, რომ “მრავალწლიანი ლოდინი და მასში ჩადებული ფული ამად ღირდა”.

ბიომუზეო; პანამა სითი, პანამა

Biomuseo, Panama City, Panama

“ბიომუზეო” – ეკოლოგიური მუზეუმი გერის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე არატრადიციული ნაგებობაა. მის მშენებლობაში გამოყენებული ღია ფერები პანამას ბუნების მრავალფეროვნებას გაოხატავს.

გუგენაიმ ბილბაო; ბილბაო, ესპანეთი

Guggenheim Bilbao, Bilbao, Spain

გუგენაიმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, რომელიც მისი არქიტექტურული ღირებულებით, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშია როგორც ქალაქში, ასევე, მსოფლიოშიც.

პოპ კულტურის მუზეუმი; სიეტლი, ვაშინგტონი

Museum Of Pop Culture, Seattle, Washington

ეს მასიური კონსტრუქცია პოპ კულტურის მუზეუმია, რომელიც როკ მუსიკისა და მისგან წამოსული ენერგეტიკის შთაგონებით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი