არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ “რუსთაველის” რეაბილიტაციაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ “რუსთაველის” რეაბილიტაციაზე განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით ჩამოხსნა. სამუშაოების დროს, გამოიცვალა დამცავი ბადე, ხოლო თავად ალუმინის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია  გაიწმინდა და დაიფერა.  

ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედანის ნახაზების მიხედვით ჩატარდა (გთხოვთ იხილოთ ნახაზები).

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტილიზებული გამოსახულებები იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა.” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი