ლიტერატურა

საქართველოს ისტორიული მხარის უძველესი ღირსშესანიშნაობები ერთ კატალოგში

საქართველოს ისტორიული მხარის, ტაო-კლარჯეთის შესახებ ახალი კატალოგი გამოიცა. ნამუშევარი, სახელწოდებით -“ტაო-კლარჯეთი- ისტორიისა და კულტურის ძეგლები“, გეოინფორმაციულ სისტემებსა და ვებ-რუკას მოიცავს.

ახალი   პროექტის ფარგლებში  ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ონლაინ ბაზა გაკეთდა.    600 გვერდიანი წიგნი რამდენიმე ნაწილს მოიცავს და მასში აღწერილია  ამ რეგიონის კატალოგიზებული ისტორიისა და კულტურის ძეგლები, ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული ხელნაწერები და უძველესი დოკუმენტები.  

“ტაო-კლარჯეთის შესახებ  არაერთი ძველი თუ თანამედროვე გამოცემა არსებობს. თუმცა ძეგლთა ერთიანი კატალოგის შედგენისა და გამოცემის პატივი ჩვენს ჯგუფს – სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლვევის ცენტრს ერგო. წიგნში შეხვდებით ცნობარს ისტორიული პუნქტების შესახებ – როგორც ძველი, ასევე თანამედროვე სახელების მიხედვით. ისტორიულ ძეგლთა მონაცემები კი პროვინციების მიხედვითაა დაჯგუფებული და მოიცავს სპერის, შავშეთის, ტაოს, არტაანის, ერუშეთის, სამცხეს, ჯავახეთის,  როგორც ეკლესია-მონასტრებს, ასევე ციხესიმაგრეებსა და მათთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას,“ – განაცხადა  ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ.

წიგნი “ტაო-კლარჯეთი- ისტორიისა და კულტურის ძეგლები“ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამოიცა

კომენტარები

კომენტარი