ვიდეოები

10 ვიდეო ბერგჰაინიდან მათთვის, ვისაც სვენმა უარი უთხრა

ბერგჰაინი გერმანიაში ყველაზე ცნობილი კლუბია, სადაც ტექნო მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

როგორც ცნობილია, ბევრი ტურისტი მხოლოდ ამ კლუბის გამო სტუმრობს ბერლინს.

2016 წელს გერმანიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, ღამის კლუბს დაბალი გადასახადები უნდა დაეკისროს, რადგან ის, კლასიკურ კონცერტებთან შედარებით, მაღალი კულტურის გავრცელებასა და განვითარებას უწყობს ხელს.

ყოველი კვირის ბოლოს ასობით ადამიანი დგას კლუბის კართან, რომლის მიღმაც მითიური ქლაბინგი იწყება, თუმცა კლუბს უმკაცრესი ფეისკონტროლი ჰყავს, რომლის სათავეშიც გადაწყვეტილებას ერთი შეხედვით საშიში 52 წლის მამაკაცი სვენ მარქარდი იღებს, რომელიც გახსნის პირველი დღიდან (2004) ბერგჰაინში მუშაობს.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ვიდეოს, რომელიც ბერგჰაინშია გადაღებული:

კომენტარები

კომენტარი