კულტურა

The Independent-მა საქართველო იაფი მოგზაურობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად დაასახელა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Independent 2019 წელს იაფი მოგზაურობისთვის საუკეთესო ლოკაციები დაასახელა. მათ შორის, საქართველოც მოხვდა.

“სტუმართმოყვარე ადგილობრივები, თოვლიანი მთები და საჭმლისა და სასმლის სიყვარული საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ხდის – სამოგზაუროდ”.

სტატიაში მოყვანილი იმპორტირებული ლუდისა და სტანდარტული სადილის ფასები განსხვავების საილუსტრაციოდ. ამასთანავე, ავტორი ამატებს იმასაც, რომ ბრიტანეთიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში, გაცილებით იაფს და კომფორტულს ხდის ამ ქვეყანაში მოგზაურობას.

და ბოლოს, რაც მთავარია, გამოცემა სტატიის დასაწყისშივე დასძენს, რომ “იაფი მოგზაურობა არ ნიშნავს უარი თქვათ ხარისხზე. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ადგილებს, რომლებიც 2019 წელს უნდა მოინახულოთ და, თანაც, თქვენი ჯიბიდან მაქსიმალურად ნაკლები გავიდეს”.

კომენტარები

კომენტარი