ვიდეოები კინო

ნახეთ: როგორ იღებდნენ “ბოჰემური რაფსოდიის” ფინალურ სცენას (ვიდეო)

Bohemian Rhapsody/ბოჰემური რაფსოდია ბიოგრაფიული ფილმია, რომელმაც 2018 წელს გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობა დაიმსახურა.

ფილმმა, რომელიც ბრიტანული როკ-ჯგუფის, Queen-ის ლიდერის, ფრედი მერკურის კარიერას ასახავს, საერთაშორისო ჩვენებებზე 600 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და თავის ჟანრში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმი გახდა.

პრემიერიდან ერთი კვირის თავზე, Bohemian Rhapsody-ის შემოსავალი უკვე $170 მილიონზე მეტი იყო.  ახლანდელი მონაცმებით ფილმის შემოსავალი 608 მილიონი დოლარია, კინოჩვენებები კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ Bohemian Rhapsody-ი ,,ოქროს გლობუსის” ორ ნომინაციაზე გაიმარჯვა: ,,საუკეთესო დრამატული ფილმი” და ,,საუკეთესო მსახიობი დრამატულ ფილმში”.

ფილმში ფრედი მერკურის როლს მსახიობი რემი მალეკი ასრულებს. რეჟისორი ბრაიან სინგერია, რომელსაც მაყურებელი ისეთი ფილმებით იცნობს, როგორებიცაა: “იქს-ადამიანები, “ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები”, “სუპერმენის დაბრუნება” და სხვები.

საინტერესოა რა ხდება აღიარებული ფილმების გადაღებებზე. მეტიც, საინტერესოა რა ხდება ბოჰემური რაფსოდიის ფინალური სცენის გადაღებაზე:

შეადარეთ: ფრედი მერკური და რემი მალეკი

კომენტარები

კომენტარი