კულტურა

საქართველო მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე – Sirha – წარდგება

2019 წელს საქართველო პირველად იქნება წარდგენილი ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე – Sirha, რომელიც ტარდება ლიონში. საქართველო გამოფენაზე ‘სუფრის ხელოვნების’ თემით, საქართველოს კულინართა ფედერაციისა და კვების დაწესებულების ბიზნეს სააგენტო “გასტრონავტის” ორგანიზებით მიემგაზრება.

ახალგაზრდა ქართველი შეფ-მზარეულები წარადგენენ ტრადიციული ქართული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციასა და ავთენტურ ინგრედიენტებს.

ქართული სტენდი მოიცავს ღია და დახურულ სამზარეულოებს. კერძები მომზადდება ღია სამზარეულოში და პროცესი პარალელურად გაშუქდება დიდ ეკრანზე. დაგემოვნება შესაძლებელი იქნება ორ ადგილას: ტრადიციული ქართული ტექსტილით გაფორმებული ბალიშებით, ტაბლებითა და დივნით გაწყობილ არესა და ღია სივრცეში, სადაც ქართული სუფრის ინსტალაციაა განთავსებული.

გრძელი მაგიდის შუშის ფუძეში მისი მასიური ზედაპირიდან ფესვები ეშვება, რაც ძირძველი ქართული ტრადიციების სიმბოლოს განასახიერებს. მწვანე კედელზე საქართველოს რუკის კონტური, ხოლო სტენდის კედლებზე სუფრასთან ასოცირებული ქართული სიტყვებია დატანილი. ჭერის მოხაზულობები ეხმიანება ხის რიგელების განლაგებას ძველი ქართული ტექნიკით ნაგებ გუმბათოვან ჭერში.

ღვინის დეგუსტაციისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი, რომელშიც ქვევრის ყელის სამი ნიმუშია მოცემული.

Image may contain: indoor

Image may contain: table, plant and indoor

Image may contain: 3 people, people standing and indoor

კომენტარები

კომენტარი