ბლოგი

ადამიანებმა #10YearChallenge გლობალური დათბობის პრობლემას მიუძღვნეს

უახლოეს დღეებში ალბათ თქვენი სოც.ქსელების კედლებიც გაივსო მეგობრების ფოტოებით ჰეშთეგით #10YearChallenge, რომლებზეც ასახულია, როგორ შეიცვალნენ და გაიზარდნენ ისინი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა ეს მომენტი და პლათფორმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის გამოიყენა და საზოგადოებას დაანახა, რა ზეგავლენა მოახდინა გლობალურმა დათბობამ ჩვენს პლანეტაზე.Conservationist groups are using the #10YearChallenge to inform people about the dangers of global warming. Credit: Instagram

საზოგადოებრივი ჯგუფები ფეისბუქზე, ტვიტერზე, ინსტაგრამზე აზიარებენ ფოტოებს, სადაც ასახულია ბუნების კატასტროფული სახეცვლილება, რომელზეც ადამიანებს გულგრილი დამოკიდებულება აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელი იყო ყველაზე თბილი წელი, რაც კი ოდესმე ყოფილა მსოფლიო ოკეანეებისთვის. მეტიც, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლანეტის წყლები 40% -ით უფრო მალე დნება, ვიდრე წინა მონაცემების მიხედვით.  ასევე არქტიკული ყინულის ფენა – ყინულის ნატეხი, რომელიც არქტიკულ ოკეანეს ფარავს – ექვსჯერ უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე 1980-იან წლებში.Reportedly half of the Great Barrier Reef has disappeared since 2016. Credit: Instagram

მიუხედავად ამ სტატისტიკისა, ადამიანები მაინც ვერ აცნობიერებენ იმ გავლენას, რომელიც მოაქვს გლობალურ დათბობას. სწორედ ამ მიზეზით, სოციალურ ქსელში გავრცელებული 2009 წლის ფოტოები მნივნელოვანია, რადგან ეს სავალალო შედეგები ადამიანებთან ახლოს მიაქვს და რჩება იმედი, რომ ისინი მოქმედებას დაიწყებენ პროცესის შესაჩერებლად.

ამ კამპანიის გავრცელებას მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომაც შეუწყო ხელი. მან თავისი ტვიტერის გვერდზე გააზიარა Greenpeace- ის პოსტი, რომელიც შემდეგნაირად სათაურდება: „არქტიკა 100 წლის წინ და დღეს. ეს არის სინამდვილე #10YearChallenge- ის შესახებ.

 

 

კომენტარები

კომენტარი