საშემსრულებლო ხელოვნება

მსახიობი და რეჟისორი კირა მებუკე გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების მედლის მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი კირა მებუკე გარდაიცვალა. ის იყო პანტომიმის თეატრის დამაარსებლის, ამირან შალიკაშვილის მეუღლე.

კირა მებუკეს სამშაბათს, 22 იანვარს 14:00 საათზე დაკრძალავენ.

ის იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით.

კირას შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს ოთხი სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატული თეატრების სცენაზე უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში.

შეგასენებთ, რომ პანტომიმის თეატრის დამფუძნებელი ამირან შალიკაშვილიც გასულ წელს, 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი