შემოქმედებითი ინდუსტრიები

აშშ-ში ბეტმენის კომიქსების $1,4 მლნ ღირებულების კოლექცია მოიპარეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ფლორიდას შტატში, ბეტმენის 450 კომიქსისგან შემდგარი კოლექცია მოიპარეს. კოლექციის ღირებულება 1,4 მილიონი დოლარია. ამის შესახებ გამოცემა Sun Sentinel-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა, სავარაუდოდ 28 ნოემბრიდან 9 იანვრამდე მოხდა. კოლექციის მფლობელის, ლენდი ლოურენსის აზრით, ქურდისთვის შენობაში შესაღწევად ერთადერთი გზა სახურავიდან ჩასვლა იყო.

,,ეს კოლექცია ჩემთვის შვილივით იყო. იმდენი ვიმუშავე, იმდენი რამ მოვიკელი ამ კომიქსების შესაგროვებლად. ასეთი დიდი დანაკარგი ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა”- განაცხადა კოლექციის მფლობელმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი