საშემსრულებლო ხელოვნება

დღეიდან მოძრაობის თეატრში თეატრალური სეზონი განახლდება

19 იანვრიდან მოძრაობის თეატრში თეატრალური სეზონი განახლდება. ყოველი კვირის ხუთშაბათს, პარასკევს  შაბათს და კვირას, მოძრაობის  თეატრის თანამედროვე და ინოვაციურ სპექტაკლებს მაყურებელი  ახლებური ინტერპრეტაციებით იხილავს.

უახლოეს კვირებში დაგეგემილია ასევე პრემიერები, მათ შორის დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია, რომელსაც რეჟისორი იოსებ ბაკურაძე ქორეოგრაფიული დადგმების სახით, წარუდგენს მაყურებელს.

დაარსების დღიდან მოძრაობის თეატრი  ახალი ჟანრების და ფორმების ძიებაშია.  კახა და იოსებ ბაკურაძეებმა  ქართულ თეატრალურ სივრცეში სრულიად განსხვავებული,  ახალი მიმდინარეობა შექმნეს .  მაყურებელს მუდმივად საინტერესო სიახლეებს სთავაზობენ,  რის გამოც მოძრაობის თეატრს ყველაზე თანამედროვე ქართულ თეატრად მიიჩნევენ.  

კომენტარები

კომენტარი