სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

თაკო ნაცვლიშვილი Pain de Sucre-ის ვიდეორგოლში გადაიღეს

ცნობილმა ქართველმა მოდელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის Pain de Sucre-ის გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექციას წარმოადგენს. ვიდეორგოლში, რომელიც ბენჟამენ არმანდმა შექმნა, თაკო ნაცვლიშვილი საცურაო კოსტიუმის რამდენიმე ლუქით ჩნდება.

მანამდე, თაკო ნაცვლიშვილი Pain de Sucre-ის ფოტოებშიც გამოჩნდა და დევიდ ბელმიერის ობიექტივში რამდენიმე საცურაო კოსტიუმი მირგო.

    

ეს მოდელის უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არაა. თაკო ნაცვლიშვილი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD და სხვები.

 

კომენტარები

კომენტარი