ვიზუალური ხელოვნება

TheArtGorgeous-ის აუცილებლად მოსანახულებელ გამოფენათა სიაში Tbilisi Art Fair მოხვდა

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა სახელოვნებო გამოცემამ TheArtGorgeous ტოპ 5 – 2019 წელს აუცილებლად მოსანახულებელ გამოფენათა სია გამოაქვეყნა, რომელშიც ლონდონისა და ადელაიდის არტ-ბაზრობების გვერდით Tbilisi Art Fair-იც მოხვდა.

“ქვემოთ მოყვანილი 5 გამოფენა მნახველს ნაკლებად ცნობილ ხელოვანებს წარუდგენს და ცდილობს შექმნას კლასიკური ჩვენებების ალტერნატიული შეთავაზება” – წერს Theartgorgeous.

თბილისის სახელოვნებო გამოფენის შესახებ საუბრისას, სტატიის ავტორი აღნიშნავს: “რამდენჯერ გაგხსნებიათ გამოფენაზე ფიქრისას სიტყვები “მეგობრული” და “მყუდრო”? ალბათ არც ერთხელ.

სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად Tbilisi Art Fair (TAF), რომელიც საქართველოში 2016 წელს დაარსდა და ინაუგურაციის წელიწადს 8000-მდე უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა”.

კომენტარები

კომენტარი