სტილი, დიზაინი

Vetements: “ადამიანების ბნელ მხარეს, რომელსაც ცენზურა გიმალავთ, ჩვენ გაჩვენებთ”

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდმა Vetements პარიზის ევოლუციის მუზუმში ახალი კოლექცია, სახელად “ანტისოციალური” წარადგინა.

კოლექცია გახსნა მოდელმა, რომელსაც მაისურზე სტივ ჯობსისადმი მიძღვნილი ტექსტი, “გაფრთხილება” ეწერა:

“გაფრთხილება! ის, რისი მოწმენიც გახდებით, უსიამოვნო იქნება. შოკშიც კი ჩაგაგდებთ. ესაა ადამიანების ბნელი მხარე, რომელსაც ცენზურა გიმალავთ. თუმცა, ჩვენ მას გიჩვენებთ. ამ ყველაფრის ნახვაზე რისკს საკუთარ თავზე იღებთ”.

ამით დიზაინერმა მიანიშნა მნახველს, რომ კოლექცია სოციალურ მედიასა და მის სივრცეში არსებულ საიდუმლოს შეეხებოდა.

მართლაც, დემნა გვასალიამ ამ ჩვენების მთავარ თემად Deep Web აქცია. ეს გახლავთ ონლაინსივრცე, რომელსაც ადამიანები არალეგალური ვაჭრობისა და კანონგარეშე ქმედებების გასაზიარებლად სტუმრობენ.

“ჩვენ მას [სიბნელეს] ვერ გავექცევით, თუმცა ინფორმირებულნი უნდა ვიყოთ” – აცხადებს ქართველი დიზაინერი Vogue-სთან საუბრისას.

ჩვენებაზე დამსწრეთა მოსაწვევებზე ცხოველების ფერადი ილუსტრაციები იყო, რადგან, როგორც გვასალია ამბობს, დარქნეტიდან გამოწერილ პროდუქციაზე ყუთებსა და კონვერტებს მსგავსი ნახატები აქვს. აქ თითოეულ ცხოველს თავისი მნიშვნელობა აქვს.

ერთ-ერთ მაისურზე ასეთი წარწერაც გვხვდება: “ღორის გრიპს გადავურჩი. ახლა ვეგანი ვარ” – რაც მეტყველებს იმაზე, რომ დემნას საქართველოში მიმდინარე მოვლენები ყურადღების არეალიდან არასდროს ეპარება.

Image may contain: one or more people

Vetements Fall Winter 2019 Collection Runway paris fashion week mens womens demna gvasalia

კომენტარები

კომენტარი