ვიდეოები კინო

,,ოსკარის” მფლობელი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები (ვიდეო)

მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ისეთივე მნიშვნელოვანია და ისეთივე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ მაყურებელზე, როგორსაც ახდენენ ხოლმე ფილმები ხმაურიანი სათაურებითა და მაღალი ბიუჯეტით. თანაც, მოკლემეტრაჟიანი ფილმები სულ რამდენიმე წუთში გვყვებიან საიტერესო და მგრძნობიარე ისტორიებს, გადმოსცემენ ემოციებს, რომლებსაც სრულმეტრაჟიანი ფილმები საათებს ანდომებენ.

გთვაზობთ, ოსკაროსან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს, რომლებმაც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში მთავარი ჯილდო მოიპოვეს.

“La Maison En Petits Cubes – სახლი პატარა კუბიკებით”, რეჟისორი – კუნიო კატო

ეს არის ისტორია წარსულისა და ოჯახის მოგონებებზე. მულტფილმი გვიყვება მარტოხელა მოხუცზე. ის ცხოვრობს ქალაქში, რომელიც წყალში იძირება და იძულებულია სახლს სიმაღლე მოუმატოს. სართულს სართულზე აშენებს, რომ მისი სახლიც არ ჩაიძიროს. ერთ დღეს კი თავის საყვარელ ჩიბუხს სახლის სიღრმეში კარგავს, მისის ძიება კი საოცარ ამბებში გადაზრდება.

,,ოსკარის” გარდა, ამ მულტფილმს ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს საუკეთესო მოკლემეტრაჟანი ფილმის ჯილდო.

“Logorama/ლოგორამა”, რეჟისორები: ფრანსუა ალო, ერვე დე კრესი, ლუდოვიკ უპლენი

ფილმის ყველა გმირი და ნივთი რომელიმე ბრენდის ან კორპორაციის ლოგოა. ასეთ უცნაურ ლოს-ანჯელესში პოლიციელები შეიარაღებულ დამნაშავეს მისდევენ.

“The lost thing/დაკარგული ნივთი”, რეჟისორები ენდრიუ რუემანი და შონ ტანი

მულტფილმი დაფუძნებულია შონ ტანის ამავე სახელწოდების ილუსტრაციაზე და გვიყვება პოსტ აპოკალიფსურ მალბურნშ მცხოვრებ ბიჭზე. ერთ დღეს, ბოთლის თავსახურების შეგროვებისას, ბიჭი უცნაურ არსებას შეხვდება.

“The Fantastic Flying Books of Mr Morris Lessmore/მისტერ ლესმორის არაჩვეულებრივი მფრინავი წიგნები”, რეჟისორები: უილიამ ჯოისი, ბრენდონ ოლდერბურგი

მულტფილმი, ნაწილობრივ, შთაგონებულია ლეგენდარული ბასტენ კიტონის ფილმით ,,ბილი გემიდან”. მოქმედება ვითარდება ცოცხალი წიგნებით სავსე ძველ ბიბლიოთეკაში. სწრედ აქ იწყებს მუშობას მისტერ მორის ლესმორი. რაღაც დროის შემდეგ მას სამსახურიდან წასვლა უწევს და წიგნების მცველის ადგილს სხვა თანამშრომელი იკავებს.

“Paperman/ქაღალდის რომანი”, რეჟისორი: ჯონ კარსი

ეს შას-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩვეულებრივ, ოფისში მომუშავე კაცზე გვიყვება. ერთ დღეს ის ხვდება გოგონას, რომელიც ხალხის ტალღაში ეკარგება და გაცნობას ვერ ასწრებს. გოგონას პოვნაში მას ქაღალდის თვითმფრინავები ეხმარებიან.

“Mr. Hublot/ბატონი ილუმინატორი”, რეჟისორები: ლორენ უიტცი, ალექსანდრ ესპიგარესი

უცნაური ადამიანის ისტორია, რომელიც დროს მუდამ ხალხისგან განცაკლევებით ატარებს. იტანჯება მეღელვარებითა და შფოთვით და აივნიდან მუდმივად ერთ უსახლკარო ძაღლს უყურებს. ერთ დღეს ის სახლს ტოვებს, გამოდის გარეთ და მისი ჩვეულებრივი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება.

“Feast/ნადიმი”, რეჟისორი: პატრიკ ოსბორნი

ძაღლს, სახელან უინსრტონი ორი რამ ახარებს: მისი პატრონი და საჭმელი, რომელსაც პატრონი უყოფს. მაგრამ, ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა პატრონის ცხოვრებაში ჩნდება გოგონა, რომელსაც სურს პატრონის ჩვევების შეცვლა, – უინსტონისთვის კი ეს ნამდვილად არა სარგებლის მომტანი. მულტფილმში ნაჩვენებია ძაღლის თვალით დანახული პატრონის სიყვარულის ისტორია.

ეს ანიმაცია რეჟისორ პატრიკ ოსბორნისთვის სადებიუტო ნაშრომია.

“Bear Story/დათვის ისტორია”, რეჟისორი: გაბრიელ ოსორიო ვარგასი

ეს არის ჩილეშ, აუგუსტო პინოჩეტას დიქტატურის დროს განვითარებული მოვლენების ანიმაციური ალეგორია. მოხუცი დათვი, მექანიკური დიორამის საშუალებით, ცხოვრების ისტორიას ყვება, მთელი თავისი სიხარულითა და მწუხარებით.

“Piper/მგალობელი ჩიტი”, რეჟისორი: ალან ბარილარო

პატარა ჩიტის ისტორია, რომელსაც წყლის ეშინია, მაგრამ საკვების მოპოვების გამო ამ შიშთან გამკლავება უწევს. სტუდია Pixar-ის ანიმატორს, ალან ბარილაროს მულტფილმის იდეა კალიფორნიის სანაპიროზე ყოფნისას გაუჩნდა, სადაც უყურებდა ჩიტს, რომელსაც ტალღების ეშინოდა, გაფრინდებოდა უკან და მეორე ტალღის წამოსვლამდე ცდილობდა საკვების აღებას.

“Dear Basketball/ძვირფასო კალათბურთო”, რეჟისორი გლენ კინი

ანიმაცია, ცნობილი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ლექსს ეფუძნება, რომელშიც სპორტსმენი პროფესიონალური კარიერის დასასრულზე, კალათბურთის სიყვარულზე, პატარაობის ოცნებებზე საუბრობს. ჰყვება იმას, თუ რა მისცეს კალათბურთელებმა ერთმანეთს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი