არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

ლონდონში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა გაიმართება

ლონდონის გალერეა SAATCHI GALLERY-ში ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა 23 იანვარს გაიხსნება და 17 თებერვლამდე გასტანს.

ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს გააერთიანებს.

ზურაბ წერეთელი 4 იანვარს 85 წლის გახდა. იგი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. არის ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი.

მისი ნამუშევრები ხშირად საზოგადოები მწვავე კრიტიკას იმსახურებს პომპეზურობისა და გარემოსთან არაპროპორციულობის გამო.

ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა – „გლოვის ცრემლი“ აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.

კომენტარები

კომენტარი