არქიტექტურა, არქეოლოგია

ქართული სასულიერო და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რეაბილიტირებულია

ქართული სასულიერო და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის – დავითგარეჯის რეაბილიტაცია დასრულდა.  ტერიტორიაზე, სამონასტრო კომპლექსი და ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად არის განახლებული.

“რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადები და მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, ავტოსადგომი, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელი”,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

დავითგარეჯის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სრულმა  ღირებულებამ  1.5 მილიონს გადააჭარბა.

დავითგარეჯი ქართული მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლია, რომელიც მე-6 საუკუნეში დაარსდა და არქიტექტურულად თუ კულტურულად მუდმივად ვითარდებოდა. ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში ქართული სასულიერო თუ კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ დღემდე შემორჩენილია უძველესი ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები.

 

კომენტარები

კომენტარი