ლიტერატურა

ყაზბეგი ერთი დღით ლიტერატურული ეგზოტიკის ადგილად იქცევა

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მაღალმთიანი მხარე, ყაზბეგი ლიტერატურული ეგზოტიკის ადგილად იქცევა.  5 აგვისტოს დაბა სტეფანწმინდასი  წიგნების ფესტივალია დაგეგმილი, რომელიც  ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით  ჩატარდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის  ეს პირველი მსგავსი შინაარსის ღონისძიებაა. წიგნების ფესტივალს არაერთი თანამედროვე ქართველი მწერალი დაესწრება, მათ შორის დათო ტურაშვილი. ამავე დღეს  გაიმართება ალექსადრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისა და ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გამოფენაც.

წიგნების ფესტივალის ფარგლებში, სტეფანწმინდის ცენტრალურ სკვერში   სხვადასხვა გამომცემლების წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.  ადგილზ ემისული სტუმრებისთვის  თოჯინების თეატრი სპეციალურ წარმოდგენასაც  გამართავს, ამის შემდეგ კი სტუმრებს, მიწვეულ  მწერლებთან მათთვის საინტერესო თემებზე თავისუფალი დისკუსია შეეძლებათ.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს მთიანეთში წიგნების ფესტივალი იშვიათი მოვლენაა და ამ მიმართულებით სტეფანწმინდა ერთგვარი ნოვატორია.

კომენტარები

კომენტარი