არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ხანძარმა შექსპირის ისტორიული თეატრი გაანადგურა

13 იანვარს სტრატფორდში გაჩენილმა ხანძარმა შექსპირის ისტორიული თეატრი გაანადგურა.

სახანძრო სამსახურის ოპერატორთან დილის პირველ საათზე შევიდა ზარი, რომელიც იუწყებოდა “ელმ სთრითზე” გაჩენილი ხანძრის შესახებ.

დიდი ცეცხლის გამო მეხანძრეებმა შენობაში ვერ შეაღწიეს და გარე პერიმეტრიდან მოუწიათ მუშაობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი ცეცხლი სცენის ტერიტორიაზე იყო გაჩენილი.

გაწეული სამუშაოების მიუხედავად, შენობა მეხანძრეების თვალწინ წაიქცა.

“სტრატფორდის ცენტრში მდგარი ისტორიული თეატრის განადგურება მოსახლეობისთვის დიდი ტკივილია” – განაცხადა სტრატფორდის მერმა ლაურა ოიდიკმა.

თეატრი 1980 წლის შემდეგ უფუნქციოდ იდგა, თუმცა ერთ დროს მას უნახავს ისეთი დიადი მსახიობების არაერთი შესრულება, როგორებიც არიან: კატრინ ჰეფბერნი, ჯეიმს ერლ ჯონსი და ქრისტოფერ უოლკენი.

შტატის სახანძრო გამოძიების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევამდე ორი დღით ადრე ადგილობრივმა წარმომადგენელმა ჯო გრესკომ თეატრის განახლებისთვის გრანტი მოიპოვა.

“ის ყოველთვის იყო ქალაქის სიმბოლო, ახლა კი ვიმედოვნებ, რომ ამ ტრაგედიის გარშემო გავერთიანდებით და რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ” – განაცხადა ჯომ.

Image result for Fire Destroys Historic Shakespeare Theatre in Stratford

კომენტარები

კომენტარი