კინო

Critics’ Choice Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

2019 წლის Critics’ Choice Awards-ის კონკურსში მთავარი პრიზი ფილმმა – “რომა” – მოიგო. ამასთანავე, მან უცხოური ენისა და კინემატოგრაფიის ნომინაციებშიც გაიმარჯვა, ალფონსო კუარონი ამავე ფილმისთვის წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

ფილმი 1970 წელს მექსიკაში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. “ორი სახელმწიფო მოსამსახურე ოთხშვილიან დედას ეხმარება, რომლის ქმარმაც ოჯახი გაურკვეველი დროით მიატოვა”.

Thursday at the Barker Hangar in Santa Monica, California

“კრიტიკოსების არჩევანს” Broadcast Film Critics-ის ასოციაცია ატარებს. მასში 300 კრიტიკოსია გაერთიანებული, რომლებიც სხვადასხვა ტელევიზიებში, რადიოებსა და ინტერნეტგამოცემებში მუშაობენ.

გამარჯვებულების ძირითადი სია ასე გამოიყურება:

მსახიობი (კაცი): კრისტიან ბეილი – “ვაისი”

მსახიობი (ქალი): გლენ ქლოუზი – “ცოლი”, ლედი გაგა – “ვარსკვლავის დაბადება”

ახალგაზრდა მსახიობი: ელზი ფიშერი – “მერვე კლასი”

ვიზუალური ეფექტები: “შავი პანტერა”

ანიმაცია: “ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა”

მძაფრ-სიუჯეტიანი: “შეუსრულებელი მისია 6”

კომედია: “გიჟი, მდიდარი აზიელები”

სამეცნიერო ფანტასტიკა ან საშინელებათა ფილმი: “წყნარი ადგილი”

სერიალი (დრამა): “ამერიკელები”

სერიალი (კომედია): “საოცარი მისის მეიზელი”

ანიმაციური სერიალი: “ცხენი ბოჯეკი”

კომენტარები

კომენტარი