შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორ გაუმკლავდნენ თაგვების მასობრივ შემოსევას ერმიტაჟის მუზეუმში?

პეტერბურგში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი მუზეუმი “ერმიტაჟი” თაგვების მასოვრივი შემოსევის მსხვერპლი გახდა.  მუზეუმი  1754 წელს დედოფალ ეკატერინე დიდის მიერ დაარსდა და მისი უზარმაზარი კოლექციები მილიონობით ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს.

მუზეუმის კარი საზოგადოებისთვის  1852 წლიდან გაიღო და დამთვალიერებლებს  უნიკალური კოლექციებით ტკობა შეუძლიათ.  ერმიტაჟის მუზეუმი ისტორიულ შენობათა კომპლექსში მდებარეობს, რომელიც როგორც ზამთრის სასახლეს, ასევე რუსეთის იმპერატორთა რეზიდენციას მოიცავს.

მე-18 საუკუნეში სასახლეს თაგვები შეესივნენ და იერიში სამეფო სამზარეულოზე მიიტანეს, რა დროსაც არაერთი ხის  დაზიანდა და გაანადგურდა. იმდროინდელმა რუსეთის დედოფალმა ელიზაბეტმა კი ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც სასახლეში კატები მოიყვანეს. ისინი სასახლის სარდაფებსა და დარბაზებში გაუშვეს, რათა თაგვები გაენადგურებინათ და მღრღნელებისგან სასახლის დაცვა ამ გზით სცადეს.

იდეა იმდენად ეფექტური ხერხი აღმოჩნდა თაგვების გასანადგურებლად, რომ დედოფალმა გადაწყვიტა კატები სასახლის მუდმივ ბინადრებად დაეტოვებინა. მას შემდეგ რაც სასახლე მუზეუმად გადაკეთდა, კატები უკვე მდიდარი კოლექციების მღრღნელებისგან დამცველებად იქცნენ.

“ასე რჩებიან კატები მე-18 საუკუნიდან დღემდე ერმიტაჟის ბინადრებად, თუ არ ჩავთვლით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იმ მოკლე პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირი შიმშილობამ  მოიცვა. სწორედ ამ პერიოდში კატები დაიღუპნენ. 1950 წლიდან კი  მუზეუმში ვირთხები კვლავ  მომრავლდნენ და კატების დაბრუნება ისევ სასწრაფოდ გახდა საჭირო. 1990 წლამდე კატები მუზეუმში არც თუ ისე კარგ პირობებში ცხოვრობდნენ, იქამდე, ვიდრე   მუზეუმის ადმინისტრაციამ მ მათზე ზრუნვის   სპეციალური პროგრამა არ დაიწყო”,- განმარტებულია ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ მომზადებულ სტატიაში.

2007 წელს ერმიტაჟის  მუზეუმმა არაერთი ქუჩის კატა შეიფარა, 2011 წლიდან კი ყოველწლიური “CatFest” დაარსა.  აღნიშნული ღონისძიება  ერმიტაჟის ბინადარი კატების საპატივცემულოდ იმართება.  ფესტივალის დროს სხვადსხვა სპონსორებს კატებითვის საკვები და სათამაშოები მოაქვთ, მუზეუმის ადმინისტრაცია კი კატების ხატვის ფესტივალს ატარებს.

ამჟამად ერმიტაჟში 74 კატა ცხოვრობს. ისინი მუდმივად სარდაფში იმყოფებიან და საგამოფენო დარბაზებში არ დაიშვებიან. მუზეუმს სპეციალურად მათ მოსავლელად 4 თანამშრომელი ჰყავს დაქირავებული. იქვე კი პატარა ვეტერინარული დაწესებულება და სპეციალური სამზარეულოცაა, სადაც კატებისთვის საკვები მზადდება.

კომენტარები

კომენტარი