ვიდეოები კინო

,,სამეფო კარის თამაშების” ბოლო სეზონის პრემიერა 14 აპრილს შედგება

სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” დასკვნითი სეზონის პრემიერა 14 აპრილს შედგება. ამის შესახებ ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი.

ტელეარხ HBO-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, აგრეთვე, ბოლო, მერვე სეზონის თიზერი. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ეს ორწუთიანი ვიდეორგოლი ამერიკელმა რეჟისორმა, დევიდ ნატერმა გადაიღო. ბოლო სეზონის სამი სერიაც, სწორედ, მისი გადარებულია.

ცნობილია, რომ ფანტასტიკური სერიალის ბოლო სეზონი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.  სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი, ფანები ელოდებიან თრეილერს, რომელიც, დაახლოებით მარტში გამოვა.

კომენტარები

კომენტარი