შემოქმედებითი ინდუსტრიები

კომპანია Apple “ჭკვიანი ტანსაცმლის” დამზადებაზე მუშაობს

კომპანია Apple-მა აშშ-ში დააპატენტა “ქსოვილი ჩაშენებული ელექტრონული კომპონენტებით”. ინფორმაციას ამის შესახებ Apple Insider ავრცელებს, რომელიც ვარაუდობს, რომ კომპანიის ტექნოლოგიები შესაძლოა ტანსაცმლის წარმოებისთვის გამოიყენონ.

საპატენტო განცხადების შესაბამისად, ეს ქსოვილი ელექტროიზოლაციური ქსოვილისგან დამზადდება და მას ელექტრული სიგნალის გატარება შეეძლება.

Apple Insider ვარაუდობს, რომ ასეთი ტანსაცმელი სპეციალური სენსორებით იქნება აღჭურვილი და მფლობელის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს. გარდა ამისა, ასეთი ტექნოლოგიით შეიძლება დამზადდეს ქუდი, რომლის საშუალებითაც მუსიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ Apple ნოვაციებს დიდი სიხშირით აპატენტებს და ეს არ არის გარანტი, რომ პატენტი პრაქტიკაში აუცილებლად განხორციელდება.

agora.ge

კომენტარები

კომენტარი