სტილი, დიზაინი

ამერიკელი არტისტი საკუთარი შემოქმედებით ნიუ იორკის ქუჩებს “უტევს”

ამერიკელი არტისტი ტომ ბობი საკუთარი შემოქმედებით ნიუ იორკის ქუჩებს აქტიურად “უტევს”. არტისტი, ნაცრისფერი ურბანული სივრცის გახალისებისთვის არაროდინალურ მეთოდებს მიმართავს და ქალაქის ინფრასტრუქტურის არცერთ „დეტალს“ უყურადღებოდ არ ტოვებს.

სხვადასხვა თემატიკით მოხატული ბოძები, ელექტრო-ჩამრთველები, გაზის მილები, საკანალიზაციო არხები, ბორდიურები – ამ ყველაფერს ხელოვანი სრულიად ახალ ხასიათსა და ფერებს ანიჭებს, რისი წყალობითაც უღიმღამო ნაცრისფერ სივრცეში სრულიდ ახალი ფერები და ხასიათი შემოაქვს.

მახვილგონივრული მიგნებები და საერთო კონცეფციიით შემუშავებული ქუჩების მოხატვის სისტემა აშკარას ხდის, რომ მხატვარს ერთიანი სივრცის საინტერესო აღქმა აქვს. არტისტის თქმით, მისი მიზანი ქალაქის ნათელ, ბედნიერ ადგილად გარდაქმნაა, სადაც ხალხი თავს უკეთესად იგრძობს.

კომენტარები

კომენტარი