საშემსრულებლო ხელოვნება

“რა” არის ჩემი დევიზი – დეივიდ ბოუის მიერ შევსებული პრუსტის კითხვარი

დეივიდ ბოუი პოპულარულ მუსიკაში ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. ის ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სამწუხაროდ, იგი 2017 წელს გარდაიცვალა.

გარდა მუსიკისა, ბოუიმ მაყურებელს თავი საკუთარი ორიგინალურობით და ვიზუალური გარდაქმნების საშუალებითაც დაამახსოვრა. ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსია. 1996 წელს კი ის შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

ბოუი შესანიშნავი ვიზუალური არტისტიც იყო. მისი ინდივიდუალიზმი და სტილი შემდგომში არაერთი ხელოვანისთვის ნამდვილი ინსპირაცია იყო.

“არტნიუსი” გთავაზობთ პრუსტის კითხვარს, რომელიც წლების წინ დეივიდ ბოუიმ 1998 წელს შეავსო Vanity Fair-სთვის:

როგორ მოიაზრებთ ბედნიერების იდეას? კითხვა.

რა არის თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება? ენაზე კბილის დაჭერა.

რას მიიჩნევთ თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევად? დილის აღმოჩენა.

ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ? კილომეტრების მილებში გადაყვანა.

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს, ყველაზე მეტად? სანტა კლაუსი.

ვის სცემთ ყველაზე დიდ პატივს ცოცხალი ადამიანებიდან? ელვისს.

ვინ არის თქვენი გმირი რეალურ ცხოვრებაში? მომხმარებელი.

რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ნაკლად? ნიუ იორკში ყოფნისას – ტოლერანტულობას. ნიუ იორკს გარეთ – არატოლერანტულობას.

ნიჭი, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ? ნიჭი.

რომელია თქვენთვის საყვარელი მოგზაურობა? არტისტული გადაჭარბების გზა.

რას მიიჩნევთ გადამეტებულ ღირსებად? სიმპათია და ორიგინალურობა.

რომელს სიტყვებს/ფრაზებს იყენებთ ყველაზე ხშირად? მიწისქვეშა, მიაზმები.

რას ნანობთ ყველაზე მეტად? რომ არასდროს მცმია “შლაქსები”.

როგორია თქვენი ამჟამინდელი გონებრივი მდგომარეობა? ორსული.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახთან დაკავშირებით, რას შეცვლიდით? ჩემი შიში მათდამი (ცოლ-შვილის ჩათვლით).

განძი, რომელსაც ფლობთ? ფოტოები, რომლებიც 1958 ნაყიდი Little Richard-ის სკოჩით მაქვს შეკრული, ასევე, გამხმარე ქრიზანთემები, რომლებიც თაფლობის თვეზე, კიოტოში ყოფნისას დავკრიფე.

რას მიიჩნევთ საბრალოდ ყოფნის ყველაზე დაბალ საფეხურად? შიშში ცხოვრებას.

სად გინდათ, რომ ცხოვრობდეთ? ჩრდილოეთ ბალი ან სამხრეთ ჯავა.

თქვენი საყვარელი საქმიანობა? ტილოზე საღებავის გადასხმა.

რას აფასებთ მამაკაცში? ძალა, რომ წიგნები დააბრუნოს.

რას აფასებთ ქალში? ძალა, რომ დააბოყინოს როცა უბრძანებ.

რომელი სახელები მოგწონთ ყველაზე მეტად? Sears და Roebuck.

რა არის თქვენი დევიზი? “რა” არის ჩემი დევიზი.

კომენტარები

კომენტარი