სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

სოტბის აუქციონზე Supreme-ს იშვიათი სკეიტბორდები წარადგინეს

აუქციონის სახლ Sotheby’s-მა Supreme-ს სკეიტბორდების კოლექცია წარადგინა, სახელწოდებით “20 Years of Supreme”. სკეიტბორდები წარმოდგენილია მოდის სახლის “Louis Vuitton” პრინტებით, ლეონარდო და ვინჩის, ჯეფ კუნსის, ტაკასი მურაკამისა და სხვათა ნახატებით, აგრეთვე, ჯორჯ კონდოს პორტრეტებით.

ბრენდი “Supreme” 1994 წელს დაარსდა ნიუ-იორკში და წარმოადგენდა ქუჩის სტილის სამოსის მაღაზიას. 1998 წლიდან მან დაიწყო სკეიტბორდების გამოშვება და 20 წლის განმავლობაში უამრავ მხატვართან და ცნობილ ბრენდთან იმუშავა.

იშვიათი სკეიტბორდები აუქციონის სახლს ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა, რაიან ფულერმა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი