საშემსრულებლო ხელოვნება

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი “გრეის ანატომიაში” ითამაშებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი “გრეის ანატომიის“  მე-15 სეზონში ითამაშებს, – ამის შესახებ თავად მსახიობი Facebook-იდან ვიგებთ.

შეგახსენებთ, რომ “გრეის ანატომია” ამერიკული სამედიცინო დრამა სერიალია, რომლის პრემიერაც ABC-ის (American Broadcasting Company) ეთერში შედგა 2005 წლის 27 მარტში. სერიალს აქცენტი აქვს გაკეთებული ინტერნების, რეზიდენტებისა და ექიმების გამოგონილ ცხოვრებაზე. ქირურგები ცდილობენ ერთმანეთს შეუთავსონ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ურთიერთობები. სათაური გრეის ანატომია შექმნილია ამავე სახელწოდების წიგნისგან, რომელიც ჰენრი გრეიმ შექმნა და აღწერა ადამიანის სხეულის ანატომია. სერიალში პაციენტების ისტორიები და ოპერაციები სწორედ ამ წიგნის მიხედვით არის შექმნილი. მოქმედება ვითარდება სიეტლში, ასევე გამოგონილ გრეი-სლოუნის კლინიკაში (ყოფილი სიეტლ გრეისი), თუმცა გადაღებები მიმდინარეობს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. შოუს სახელწოდება თავიდან “გართულებები” იყო, რაც ქირურგების რთულ სამედიცინო პროცედურებსა და პირადის სიმბოლო იქნებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი