კინო

დოკუმენტური ფილმი ამტკიცებს, რომ მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა

ცნობილი რეჟისორის, დენ რიდის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ამტკიცებს, რომ მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა.

მაიკლ ჯექსონის ქონებრივი სააგენტო პოპ-ვარსკვლავის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს “გადამეტებულად სასტიკსა და პათეტიკურს” უწოდებს.

“ფილმი მორიგი პირქუში ნაწარმოებია, რომელიც გადამეტებული სისასტიკითა და პათეტიკით ცდილობს ფულის შოვნას. ეს კიდევ ერთი გადამღერებაა ძველი და მეტად წყალშემდგარი მტკიცებისა, რომელიც მაიკლს ჯექსონის წინააღმდეგ არსებობდა” – აცხადებს მომღერლის ქონებრივი სააგენტო TMZ-სთან საუბრისას.

“ნევერლენდის დატოვება” იკვლევს იმას, რასაც “მანიპულაციასა და ძალადობას” უწოდებენ. ის გვიყვება ორი ახალგაზრდის, 7 და 10 წლის მოზარდების ისტორიას, რომლებიც, ფილმის მტკიცებით, მაიკლ ჯექსონის “მსხვერპლები” გახდნენ.

4 საათიანი ფილმის პრემიერა 25 იანვარს უტაში, Sundance ფილმების ფესტივალზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი