საშემსრულებლო ხელოვნება

ლიზა ბათიაშვილი ბერლინში 3 შოუს გამართავს

ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი გერმანიაში, Berliner Philharmoniker-ში 24-26 იანვარს 3 შოუს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას GeorgiaToday ავრცელებს.

ზემოთხსენებული შოუები მოიცავს კლასიკურ ნაწარმოებებს სერგეი პროკოფიევისა და რიჩარდ შტრაუსის შემოქმედებიდან, ამასთან ერთად, ქართველი მევიოლინე შეასრულებს ანა თორვალდსდოწირის “მეტაკოსმოსის”ევროპულ პრემიერას.

ლიზა ბათიაშვილი ქართველი მევიოლინეა. იგი დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო, მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. მისი ოჯახი 1991 წელს გერმანიში გადასახლდა. ლიზამ ძირითადი განათლება მიიღო ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 წელს ლიზა ბათიაშვილმა გაიმარჯვა ჟან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე. აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა.

ლიზა ბათიაშვილი არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი და BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული.

კომენტარები

კომენტარი