ლიტერატურა საშემსრულებლო ხელოვნება

რამდენიმე წამიანი ანიმაციით გადმოცემული ჰემინგუეის ცნობილი რომანები

ერნესტ მილერ ჰემინგუეი ამერიკელი მწერალი და რომანისტია, რომლის ნაწარმოებთა უმრავლესობაც ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა. ჰემინგუეის მკაცრი მინიზმალიზმით წერის სტილმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. როგორც ცნობილია, ჰემინგუეი გარკვეული პერიოდი ჟურნალისტადაც მუშაობდა. როგორც ჩანს, ჟურნალ Star–ის წერის სტანდარტი  მხატვრულ ლიტერატურაშიც არ დაივიწყა: ,,გამოიყენე მოკლე წინადადებები. პირველი პარაგრაფი უნდა იყოს მოკლე. გამოიყენე ენერგიული ინგლისური. იყავი პოზიტიური, და არა ნეგატიური.”

ჰემინგუეის აღიარება მოუტანა 1926 წელს გამოქვეყნებულმა ნაწარმოებმა “The Sun Also Rises – Fiesta/აღმოხდების მზე – ფიესტა”, რომელიც ,,დაკარგულ თაობას” ეძღვნება. მთავარი გმირი, ჯეიკ ბარნსი, რომელიც ჰემინგუეის პროტოტიპადაა მიჩნეული, სამშობლოსთვის იბრძვის. ომში იღებს სერიოზულ ტრავმას, რომლის შემდეგაც ეცვლება დამოკიდებულება ცხოვრებისა და ქალების მიმართ. მას პლატონურად უყვარს ლედი ბრეტ ეშლი. ყველა ამ სირთულესა და ტკივლის კი ალკოჰოლის დახმარებით უმკლავდება.

1929 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,Farewell, To Arms!/მშვიდობით იარაღო”, რომელიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დღემდე სავალდებულო საკითხავთა ჩამონათვალშია.

1936 წელს ჟურნალმა ,,Esquire” გამოაქვეყნა ჰემინგუეის რომანი, სახელწოდებით “The Snow of Kilimanjaro/კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”. ოთხი წლის შემდეგ აქვეყნებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს – “For Whom The Bell Tolls/ვისთვისაც რეკავს ზარი”. 

ჰემინგუეის მიღებული აქვს  პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის „მოხუცი და ზღვა“.

გთავაზობთ ჰემინუეის ცნობილი ნაწარმოებების ანიმაციებს, რომლებიც სულ რამდენიმე წამში აღწერენ მრავალგვერდიან რომანებსა და მოთხრობებს. ანიმაციების შექმნის იდეა ჰემინგუეის მემორიალური მუზეუმის წევრებს ეკუთვნით.

,,For Whom The Bell Tolls/ვისთვისაც რეკავს ზარი”

“The Old Man and the Sea/მოხუცი და ზღვა”

Farewell, To Arms!/მშვიდობით იარაღო!”

“To Have and Have Not/ქონა თუ არქონა”

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი