სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Calvin Klein Jeans-მა ენდი უორჰოლს კოლექცია მიუძღვნა

ცნობილმა ბრენდმა, Calvin Klein-მა ლეგენდარულ პოპ-მხატვარს ტანსაცმლის ხაზი მიუძღვნა. კოლექციას საფუძვლად უდევს CK Jeans-ის კლასიკური სილუეტები და ენდი უორჰოლის ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა «Horses» (1982 წ) და «Horse» (1984 წ).

მაისურები, ჩანთები და შარვლები წარმოდგენილია ენდი უორჰოლის ნახატის შავ-თეთრი პრინტით და, აგრეთვე, წარწერით: WARHOL.

აღსანიშნავია, რომ ეს CK Jeans-ისა და ენდი უორჰოლის ფონდის პირველი ერთობლივი ნამუშევარი არაა. მათ გასულ წელს წარმოადგინეს თეთრეულის ხაზი, რომელიც ენდი უორჰოლის ფილმს, სახელწოდებით ,,Kiss” ეძღვნებოდა. მასთან ერთად, შექმნილი აქვთ პროექტი ,,Self Portraits”, რომელშიც წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები მხატვრის გამოსახულებით.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, CK Jeans-ის ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა ენდი უორჰოლის ფონდთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კოლაბორაცია 2020 წლამდე იარსებებს. მას შემდეგ ბრენდს აქვს წვდომა ენდი უორჰოლის ყველა ნამუშევარზე და ექსკლუზიური უფლებები იმ ნამუშევრებზეც კი, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

 

კომენტარები

კომენტარი