საშემსრულებლო ხელოვნება

რას ემსახურება ახალი ფლეშმობი #Adelechallenge?

სოციალურ ქსელებში ახალი ჩელენჯი გამოჩნდა, რომელიც პოპულარულ ბრიტანელ მომღერალს, ადელს ეძღვნება. მან ცოტა ხნის წინ მუსიკალური ბიზნესიდან და სცენიდნ წასვლაზე გააკეთა განცხადება. ფანები კი ორიგინალური ხერხით ცდილობენ ადელს ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინონ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საიტ TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თითქოს მარმელადის დათვი მღერის ადელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას, სახელწოდებით “Someone Like You”.

ყველა ვიდეო გაკეთებულია ადელის ერთ-ერთი გამოსვლის მიხედვით, სადაც ბრიტანელი მომღერალი ფანებთან ერთად ასრულებს სიმღერას “Someone Like You”.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ბევრი მსგავსი ვიდეო გავრცელდა:

 

#Adelechallenge-ს ქართველი გულშემატკივრებიც შეუერთდნენ:

 

კომენტარები

კომენტარი