საშემსრულებლო ხელოვნება

Linkin Park-ის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის უკანასკნელი სიმღერა ინტერნეტში გავრცელდა

როგორც ვიცით, ამერიკული როკ-ჯგუფის Linkin Park-ის ვოკალისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. ცნობილია, რომ მომღერალი დიდხანს ებრძოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ სუიციდზე ფიქრობდა, რადგან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჯგუფ Lamb Of God-ის გიტარისტმა, მარკ მორტონმა გამოაქვეყნა. მათი შექმნილი მუსიკის სახელწოდებაა Cross Off.

სიმღერა, რომელიც ბენინგტონის სიკვდილამდე 2 თვით ადრე ჩაიწერა, ალბომ Anesthetic-ში შევიდა, რომელიც 1 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.

,,მას ჰქონდა ხმა, რომელსაც მთელ საუკუნეში მხოლოდ ერთხელ შეხვდები. შეუძლებელია ის ვინმეში აგერიოს” აღნიშნა მორტონმა რადიო Beats 1-თან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი