საშემსრულებლო ხელოვნება

პოლიცია ეძებს პიროვნებას, რომელმაც არეტა ფრანკლინი გარდაცვალებამდე გაქურდა

2018 წლის აგვისტოში, არეტა ფრანკლინის გარდაცვალებამდე  გავრცელდა ინფორმაცია მომღერლის გაქურდვის შესახებ.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც TMZ-ის მიერ არის შედგენილი, მიჩიგანის პოლიცია გამოძიებას აწარმოებდა არეტა ფრანკლინის სახლში მომხდარი ძარცვის შესახებ, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

როგორც სასამართო აღმასრულებელი წყაროები იუწყებიან, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ვიღაც უკანონოდ იყენებს მომღერლის ფონდებს. გავრცელებული ინფორმაციით, უწყება შედგა წინა წლის ივნისში, თუმცა ზუსტად არაა დაკონკრეტებული რა რაოდენობის თანხა დაიკარგა.

არეტა ფრანკლინის ფინანსური მდგომარეობა, წესისამებრ, მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ გატარდა მისი სიკვდილის შემდეგ.

IRS კი ამტკიცებს, რომ არეტას ჰქონდა ვალი 6,3 მილიონ დოლარის ოდენობით და ის თავს არიდებდა ლეგალური ჩეკების გადახდას.

კომენტარები

კომენტარი