კულტურა

ბათუმი საუკეთესო ტურისტულ ადგილებში | The New York Times

“ბათუმი საუკეთესოა”, – The New York Times-მა ზღვისპირა ქალაქი საუკეთესო ტურისტული ადგილებში შეიყვანა.

ვებგვერდის ჩამონათვალში 52 ქალაქია, სადაც ბათუმი 38–ე ადგილზეა.

„ბოლო ათწლეულში საქართველოს დედაქალაქი თბილისი  ტურისტებით გაივსო. თუმცა ბათუმი – წყნარი ზღვისპირა ქალაქი, სადაც მწვანე მთები შავი ზღვის გლუვი ქვის სანაპიროსკენ ეშვებიან, განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. რუსებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისა და ისრაელელებისთვის უკვე პოპულარული თავშესაქცევი ქალაქი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ მისი გარდაუვალი აღმოჩენისთვის ემზადება “, – წერია სტატიაში.

გარდა ამისა, სტატიაში საუბარია ბოტანიკურ ბაღსა და რამდენიმე სასტუმროზე, სადაც ტურისტს მოწყობა შეეძლება.

The New York Times-ის მიერ რჩეული ადგილების რეიტინგში პირველი ათეული ასე გამოიყურება: პუერტო-რიკოჰამპი (ინდოეთი), სანტა-ბარბარა, პანამა, მიუნხენი, ეილატისეტოუჩის კუნძულები (იაპონია), აალბორგი (დანია), აზორის კუნძულები (პორტუგალია), ონტარიოს ყინულის გამოქვაბულები (კანადა).

 

კომენტარები

კომენტარი