კინო საშემსრულებლო ხელოვნება

მარტინ კორსეზე ბობ დილანის ტურზე “Rolling Thunder Revue” ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებს

მარტინ სკორსეზე ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებს ნეთფლიქსისთვის, რომელიც გვიამბობს ბობ დილანის Rolling Thunder Revue – ტურზე.

ჟურნალიVariety  წერს, რომ  Rolling Thunder Revue:A Bob Dylan Story   მოგვითხრობს 1975-1976 წლებში გამართულ ცნობილ ტურზე, რომელშიც დილანმა გააერთიანა სხვადასხვა კოლაბორაციები ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც იყვნენ ჯოან ბაეზი, თი-ბოუნ ბურნეტი და მიკ რონსონი.

ნეთფლიქსი ფილმს ახასიათებს, როგორც “ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად საკონცერტო, ნახევრად მწველი სიზმარი”, თუმცა არ აცხადებენ გამოსვლის თარიღს. ფილმში ასევე ასახული იქნება დილანთან ინტერვიუები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მარტინ კორსეზე დინალის თემაზე მუშაობს. მან 2005 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი უკან გზა არ არის: ბობ დილანი, რომელსაც გრემის ჯილდო აქვს მიღებული. ფილმში დეტალურადაა აღწერილი დილანის ევოლუცია 1961 – 1966 წლებში, “ფოლკის მომღერლიდან – პროტესტულ მომღერლამდე – ‘თაობის ხმამდე’ – როკ ვარსკვლავამდე”.

კომენტარები

კომენტარი