კულტურა

ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში პირველ ადგილზეა | TasteAtlas

პოპულარული ვებგვერდი Tasteatlas, რომელიც ხანგამოშვებით მსოფლიოს საუკეთესო კერძების რეიტინგულ სიებს აქვეყნებს ხოლმე, ამჯერად ქართულ ხაჭაპურს საუკეთესო კერძებს შორის პირველ ადგილს აკუთვნებს.

TasteAtlas-ის მომხმარებელთა შეფასებით, ხაჭაპურმა 5-დან 5 ქულა მიიღო.

ვებგვერდი კერძს “ყველიან პურს” უწოდებს და მკითხველს მის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალს სთავაზობს:

“ეს ყველიანი პური, ცნობილი, როგორც ხაჭაპური, ყველაზე ცნობილი კერძია საქართველოში. საკონდიტრო ნაწარმი დამზადებულია მდნარი ყველისგან, კარაქისგან და კვერცხისგან. ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს.

“მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამედროვე ვარიანტები მოცარელსა და ფეტასაც შეიცავს, ყველაზე ტრადიციული ქართული ხაჭაპური იმერული ყველისგან ან სულგუნისგან მზადდება. ხაჭაპურის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა იმერული და აჭარული ხაჭაპურია.” –წერია ხაჭაპურის შესახებ ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი