კინო საშემსრულებლო ხელოვნება

5 საუკეთესო რეჟისორი, რომელიც კარგი მსახიობიცაა

ტიტანი და გენიოსი ადამიანების არსებობას უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ ისინი სხვებს ჩრდილავენ. თუმცა, რამდენიმე წლის წინ გაზრდილმა ტენდენციამ გამოკვეთა, რომ გენიოსები, სხვებთან ერთად, საკუთარ თავებს ჩრდილავენ. ამის მაგალითი კინემატორაფიაში აშკარაა, რადგან არსებობენ რეჟისორები, რომლებიც თავიანთ ძირითად პროფესიასთან ერთად, მსახიობის როლსაც არანაკლებ საუკეთესოდ ითავსებენ.

“არტნიუსი” გთავაზობთ 5 საუკეთესო რეჟისორს, რომელიც მსახიობიცაა:

1. ვუდი ალენი

woody allen-ის სურათის შედეგი

ვუდი ალენი მაერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსია, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული. ვუდი ალენს მრავალ საკუთარ ფილმში თავად აქვს შესრულებული მნიშვნელოვანი როლები.

2. კლინტ ისტვუდი

clint eastwood-ის სურათის შედეგი

კლინტ ისტვუდი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორია. კარიერა დაიწყო როგორც ვესტერნების ჟანრის მსახიობმა, სახელი გაითქვა სერჯიო ლეონეს ფილმებში მონაწილეობით. როგორც რეჟისორს, მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ოსკარი. 1967 წლიდან ფლობს საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას Malpaso. 1986-88 წლებში მოღვაწეობდა როგორც პოლიტიკოსი და იყო კალიფორნიის ერთ-ერთი ქალაქის მერი.

3. ჩარლი ჩაპლინი

charli caplin-ის სურათის შედეგი

ჩარლი ჩაპლინი ინგლისელი კომედიური მსახიობია, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი და რეჟისორია. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში.

4. ორსონ უელსი

orson welles-ის სურათის შედეგი

ორსონ უელსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო დუბლინში 1931 წელს, როგორც თეატრის მსახიობმა. უელსის პირველი ფილმი „მოქალაქე კეინი“ (უელსისა და ჯ. მანკიევიჩის სცენარი, 1941) ამერიკული კინოსა და მსოფლიო კინოხელოვნების განვითარების მოვლენად იქცე (მთავარ როლს ასრულებდა უელსი). ამ ფილმისთვის უელსმა მიიღო ოსკარი კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

1955 წლეს გადაღებულ ფილმში მისტერ არკადინი უელსმა შეასრულა მთავარი როლი ბატონი არკადინისა, რომელიც ფილმის სცენარის მიხედვით ქართველია. 1970 წელს მან მიიღო საპატიო ოსკარი.

5. ბასტერ კიტონი

baster kiton-ის სურათის შედეგი

ბასტერ კიტონი ამერიკელი კომედიური ჟანრის მსახიობი და რეჟისორია. ის ცნობილი ძირითადად თავისი მუნჯური ფილმებით გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი