ვიზუალური ხელოვნება

ბრიტანელ კოლექციონერს XVII საუკუნის უიშვიათესი ექსპონატი საკუთარმა კატამ გაუნადგურა

ბრიტანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა, ბენდორ გროსვენორმა, რომელსაც მაყურებელი BBC-ის დოკუმენტური ციკლიდან ,,ბრიტანეთის დაკარგული შედევრები” იცნობს, გამოცემა Telegraph-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისმა კატამ, პადმემ, XVII საუკუნის უიშვიათესი ექსპონატი გაუნადგურა.

ტილო, რომელიც გროსვენორმა 6, 680 დოლარად შეიძინა, ბრიტანელ მხატვარს, ჯონ მაიკლ რაითს ეკუთვნის. გროსვენორის თქმით, ნახატი იმდენადაა დაზიანებული, რომ რესტავრაციის შემთხვევაშიც ვერ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს, რესტავრაცია კი იმდენი დაჯდება, რამდენიც ტილოს შეძენა დაჯდა.

,,რაითი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია. ეს ნამუშევარი კი იმიტომ ვიყიდე, რომ ბრწყინვალე მდგომარეობაში იყო, საოცრად შენახული დეტალებით. ახლა ძალიან დაზიანებულია, მაგრამ მაინც კარგია, რომ კატამ ტანისამოსის ადგილი დააზიანა და არა სახის” – განაცხადა გროსვენორმა და ისიც აღნიშნა, რომ კატა პადმე ,,ჯონ მაიკლ რაითის დიდი ფანი არაა და ამიტომ, სულაც არ დარდობს საკუთარ დანაშაულზე”.

 

 

კომენტარები

კომენტარი