ლიტერატურა

„ბიბლუსმა“ 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნები დაასახელა

გამომცემლობა „ბიბლუსმა“ 2018 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი წიგნები დაასახელა. გამომცემლობის ინფორმაციით, 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის ათეული შემდეგია:

თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“, ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“, ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“, რაქელ პალაციოს „აირჩიე სიკეთე – საოცრება“, სოფო არდიას „გროსმაისტერი“,ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ელიფ შაფაქის „ღირსება“, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი – ფილოსოფიური ქვა.“

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნების ათეულია:

„ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი“, „წრიპა ბიჭის დღიური“, „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“, „წრიპა ბიჭის დღიური 2- როდრიკი უბერავს“, „საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის“, „გულივერის მოგზაურობა“, „საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია“, „პრინცესა ხუთწუთიანი ზღაპარი“, „საბავშვო ენციკლოპედია“, „ჯადოსნური ზღაპრის თეატრი – გოგონა და 3 დათვი“.

კომენტარები

კომენტარი