კინო

HBO-ს სერიალი “ახალი პაპი” შესაძლოა პაოლო სორენტოს “ახალგაზრდა პაპის” ისტორიის გაგრძელებაა

ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი HBO-ს ახალ პროექტში “ახალი პაპი” ორი მძლავრი რელიგიური სახლის ძალებს აერთიანებენ. ზოგის თქმით, სერიალი იტალიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს “ახალგაზრდა პაპის” ერთგვარი გამოხმაურებაა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 2017  წლის იანვარში, როდესაც მისი დებიუტი შედგა HBO-ზე, კრიტიკული წერილები დაიმსახურა.

HBO, ჯერ-ჯერობით, არ ამხელს დეტალებს იმის შესახებ – არის თუ არა “ახალი პაპი” სორენტინოს ისტორიის გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ “ახალგაზრდა პაპში” გაურკვეველი დარჩა რა ბედი ეწია ლოუს პერსონაჟს, სახელად “ლენის”.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პირველ სურათებში ჩანს, რომ ჯუდ ლოუ ზედმიწევნით ჰგავს ორიგინალ პერსონაჟს, პაპ პიუს XIII-ს.

ჯონ მალკოვიჩის სერიალში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში დაადასტურეს. მის პერსონაჟთან დაკავშირებითაც, ჯერ-ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი გმირი იქნება.

კომენტარები

კომენტარი