საშემსრულებლო ხელოვნება

Woodstock-ის ფესტივალი 2019 წელს კიდევ ერთხელ ჩატარდება

Campaign Live-ის ცნობით, ვუდსტოკის ფესტივალი 2019 წელს ორმოცდამეათე დაბადებისდღის აღსანიშნად დაბუნდება. წყაროების ცნობით, ღონისძიება  Bethel Woods Center-ში, Live Nation-ის პარტნიორობით მზადდება.

ფესტივალი 16-18 აგვისტოსაა დაგეგმილი, ისევე, როგორც ძველად ტარდებოდა.

„ვუდსტოკ 2019 ზე უნდა ელოდოთ მრავალი ჟანრისა და დეკადის ცნობილი არტისტების ლაივ გამოსვლებს. სტუმრები ასევე მოისმენენ TED სტილის საუბრებსა და პრეზენტაციებს“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

Woodstock 1969 (პირველი)

ვუდსტოკის ფესტივალი პირველად 1969 წელს ჩრდილოეთ ნიუ  იორკში, ქეთსქილის მთების რძის ფერმაში, 15-18 აგვისტოს ჩატარდა და 400 000 მსმენელი ჰყავდა.

მაშინ ღია ცის ქვეშ 32 ბენდი წარდგა მსმენელის წინაშე, მიუხედავად ძლიერი წვიმებისა. მას შემდეგ ვუდსტოკი მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს მომენტად მუსიკის ისტორიაში, როგორც დიდი კონტრკულტურული თაობის განმსაზღვრელი ნექსუსი. Rolling Stone-მა ეს ფაქტი „50 მომენტი, რომლებმაც შეცვალეს როკ ენდ როლის ისტორია“-ს სიაში შეიტანა.

Woodstock 1999 (ბოლო)

ვუდსტოკ’99, რომელიც 1999 წლის 22-25 ივლისს გაიმართა, იყო მეორე ფართომასშტაბიანი მუსიკალური ფესტივალი (ვუდსტოკ’94 ის შემდეგ), რომელიც შეეცადა, რომ დაებრუნებინა პირვანდელი 1969 წლის ფესტივალის ატმოსფერო. როგორც მანამდე, ეს უკანასკნელიც ჩატარდა ნიუიორკის მაღალ ნაწილში. დამსწრეთა რაოდენობამ დაახლოებით 400,000 ს მიაღწია.

საკაბელო ტელევიზია MTV ინტენსიურად აშუქებდა კონცერტს და მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში შეგეძლო თვალი გედევნებინა ფესტივალისთვის ლაივ რეჟიმში.  გამოსვლების ნაწყვეტები მოგვიანებით ჩაიწერა დისკებზე. განსხვავებით წინა ორი ვუდსტოკის ინკარნაციისგან, ვუდსტოკ’99 მედიამ გააშუქა, როგორც დამარცხებული ძალადობის, გაუპატიურებისა და ცეცხლის მიერ.

კომენტარები

კომენტარი