კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით “აიდას” ქართველი მაყურებელი 15 იანვარს დიდ ეკრანზე იხილავს

15 იანვარს თბილისის ამირანის კინოთეატრი სონია ფრისელის ოპერის “აიდა” კინოპრემიერას უმასპინძლებს, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ასრულებს.

ანიტა რაჭველიშვილი თანამედროვე მსოფლიო საოპერო სცენის ამომავალი ვარსკვლავია. ბოლო პერიოდში მან არაერთი ტიტული და კრიტიკოსების ქება დაიმსახურა.

ცოტა ხნის წინ, The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სახელად “ახალგაზრდა მომღერალმა ოპერის სამყარო შტურმით აიღო”, რომელშიც კლასიკური მუსიკის ჟანრში ანიტა რაჭველიშვილი ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

“ეჭვგარეშეა, რომ დღეს ანიტა რაჭველიშვილი ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანოა მთელ პლანეტაზე” – წერს ცნობილი დირიჟორი, რიკარდო მუტი ანიტა რაჭველიშვილის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი