საშემსრულებლო ხელოვნება

დიმა ბილანი რუსული საესტრადო სცენის გაკონტროლებას ითხოვს

რუსი მომღერალი დიმა ბილანი ქვეყანაში ისეთი სტრუქტურების შექმნას ითხოვს, რომელიც მუსიკის ხარისხს შეამოწმებს, რათა ესტრადაზე “ყველაფერი დაშვებული არ იყოს”. ამის შესახებ BBC წერს.

“დასავლურ მუსიკა ამჟამად ქაოტურია. თუ შესაძლებელია, რომ, რამენაირად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს მივყვეთ, რათა თავი ავარიდოთ აბსოლუტურ თრეშს, უნდა იყოს სტრუქტურები, რომლებიც ამ სფეროს გააკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსთვის ღია ვარ, რაც ახლა ხდება ზედმეტია” – აღნიშნა მომღერალმა.

დიმა ბილანის განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დუმაში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ბორის ჩერნიშოვმა მომღერალს ღია წერილით მიმართა და მისი იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.

“თქვენი იდეა, რომ შეიქმნას გარკვეული სტრუქტურები, რომელთა წარმომადგენლებსაც მუსიკის კონკრეტული ნაწილების ხარსისხის ერთპიროვნულად შეფასება შეეძლებათ, მაგონებს სამჭოურ სამხატვრო კომიტეტს, რომელმაც ასობით გენიალური ნაწარმოები დაგვაკარგინა” – წერს დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ მომღერალს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის დეპუტატმა, ნიკოლაი ზემცოვმა.

“მზად ვარ ამ საქმეში საპარლამენტო დონეზე ჩავერთო. თუ მას სურს რაიმეს აკრძალვა იქიდან, რასაც მისი კოლეგები აკეთებენ, მაშინ, მოდით, დავეხმაროთ” – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი