კინო

პროექტი “თანამედროვე კინოს დიდოსტატები” არსებობის გასაგრძელებლად შემოწირულობების მოკრებას იწყებს

ვახო ჯაჯანიძე ქართველი რეჟისორი და პროექტ “თანამედროვე კინოს დიდოსტატების” ავტორი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ზემოთხსენებული პროექტის გადარჩენაზე საუბრობს.

ირკვევა, რომ კერძო კომპანია, რომელიც წამოწყების თითქმის ერთადერთ ფინანსურ წყაროს წარმოადგენდა, წყვეტს პროექტთან თანამშრომლობას, რის გამოც, ამ უკანასკნელის არსებობა ეჭვქვეშ დადგა.

ჯაჯანიძის თქმით, პროექტის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც თავად მისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და კინოპროფესიონალებისთვის, თანამედროვე ქართული კინოს განვითარებისა და ზოგადად ქვეყნისთვის. შემდეგ სეზიებზე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და შეთანხმებულია შეხვედრები ისეთ ცნობილ და წარმატებულ კინემატოგრაფისტებთან, როგორებიც არიან: Lucrecia Martel, Carlos Reygadas, Lav Diaz და სხვები.

ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი შემოწირულობების მოკრებას იწყებს, რათა შეძლოს და არსებობა განაგრძოს.

“თანამედროვე კინოს დიდოსტატებს” 2018 წელს არც ერთმა სახელმწიფო ინსტიტუციამ არ დაუჭირა ფინანსურად მხარი. მხოლოდ 2 კერძო კომპანიის წყალობითა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით მოვახერხეთ ამ პროექტის გახსა და განვითარება.

დღეს მაცნობეს, რომ ფინანსურად მთავარი საყრდენი კომპანია და მისი განახლებული ტოპ მენეჯმენტი უარს ამბობს გაურკვეველი მიზეზით პროექტის ფინანსურ მხარდაჭერაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სრულიად უკაპიკოდ დავრჩით. არ ვიცი ” თანამედროვე კინოს დიდოსტატების” ესეთი შედეგის ფონზე ეს რას უნდა დავაბრალო, მნიშვნელობის ვერ აღქმას? პროექტის ისტორიული ღირებულების ვერ დანახავს? თუ რას?

სრული პასუხისგიმგლობიდ ვაცხადებ, რომ 2019 წლის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომისა და 2020 წლის ზამთრის სესიის ფარგლებში ვგეგმავთ და თანხმობა გაქვს ჩამოსვლაზე შემდეგი კინემატოგრაფისტებისგან: Lucrecia Martel, Carlos Reygadas, Lav Diaz, Philippe Grandrieux, Apichatpong Weerasethakul… მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და თანხმობას ველოდებით : Yorgos Lanthimos, Matteo Garrone ესგან. ალბათ ხვდებით რა მაშტაბის და რანგის, რაც მთავარია ნაფტალინ მოდებული კინემატოგრაფისტების კი არა 21 – ე საუკუნის საუკეთესო კინოხელოვან ხალხზეა საუბარი.

უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვეს, ამიტომ გადავწყიტე დამეწერა ეს სტატუსი. პირველრიგში მინდა გადარჩეს ეს პროექტი და გახდეს ბოლომდე სახალხო. სწორედ იმ ადამიანების ძალისხმვით ვისაც უყვართ და ადარდებთ საქართველოში კინოგანათლების ბედი: სტუდენტებს, კინოპორფესიონალებს, კინომოყვარულებს გთხოვთ პირველრიგში გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ “თანამედროვე კინოს დიდოსტატების” გადარჩენაში.

ბანკის რეკვიზიტები:

საბანკო კოდი- TBCBGE 22

მიმღების დასახელება – ვახტანგი ჯაჯანიძე

ანგარიშსწორების ანგარიში – GE63TB7769645061100069″ – წერს ვახო ჯაჯანიძე.

კომენტარები

კომენტარი